სოზარ სუბარი: ქართველი ერისა და მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ერის გამრავლებასა და გამარჯვებას, დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლეს ვუსურვებ!

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს. როგორც სუბარი სოციალურ ქსელში წერს, ფასდაუდებელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს სასულიერო და საერო ცხოვრებაში.
“სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღე. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დღესასწაული. ფასდაუდებელია პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის სასულიერო, თუ საერო ცხოვრებაში.
ქართველი ერისა და მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ერის გამრავლებასა და გამარჯვებას, დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლეს ვუსურვებ!” – წერს სუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო