სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდებთან გლობალურ პოლიტიკაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყანის სტაბილური განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების სწორი კურსი კიდევ ერთხელ გახდა აშკარა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი