სოზარ სუბარი – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს გაატარებს და აღარასდროს იქნება ვინმეს ვასალი

ბევრი ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ ინტერესი იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო (ამის შესახებ უამრავი საჯარო განცხადებაც მოვისმინეთ და კიდევ უფრო სერიოზული ზეწოლა იყო დახურულ შეხვედრებზე). ჩვენ რომ მაშინ სიმტკიცე არ გამოგვეჩინა, დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უწესებენ, არ დაემორჩილება.
„მიმდინარე პროცესების ფინალი იქნება ის, რომ საქართველო იქნება ბევრად უფრო თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს გაატარებს და აღარასდროს იქნება ვინმეს ვასალი. ბევრი ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ ინტერესი იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო (ამის შესახებ უამრავი საჯარო განცხადებაც მოვისმინეთ და კიდევ უფრო სერიოზული ზეწოლა იყო დახურულ შეხვედრებზე).
ჩვენ რომ მაშინ სიმტკიცე არ გამოგვეჩინა და გლობალური ომის პარტიისა და მისი ადგილობრივი აგენტურის მოთხოვნებს დავთანხმებოდით, დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებდა. რამდენი ადამიანური მსხვერპლის გაღება მოგვიწევდა, ამაზე აღარც ვლაპარაკობ, ეს კარგად ჩანს იმ ტრაგედიიდან, რაც დღეს ში ხდება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები, რასაც ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი საქართველოსთან დამოკიდებულებაში იჩენს. სუბარის აზრით, ამგვარი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტის ს და გერმანიის კანცლერის ს ერთობლივი განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ქართული კანონის წინააღმდეგ.
„ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა საფრანგეთის ქვედა პალატამ, მაკრონის პარტიის ინიციატივით, უკვე მიიღო ანალოგიური შინაარსის კანონი და ზედა პალატაც უახლოეს დღეებში აპირებს მის მიღებას.
ამასთან, ფრანგული კანონი გაცილებით მკაცრია ქართულ კანონთან შედარებით და ბევრად უფრო ფართო წრეს მოიცავს. მაგალითად, თუ ქართული კანონი მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ფიზიკურ პირებს, ფრანგული ანალოგი როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს მოიცავს; თუკი ქართული კანონი მისი დარღვევისთვის მხოლოდ 25000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ფრანგული კანონი გაცილებით მკაცრია და მისი დარღვევისთვის სანქცია შეიძლება იყოს 5 წლამდე პატიმრობა, 45000-დან 1 მილიონ ევრომდე ჯარიმა და ყველანაირი ანგარიშის დაყადაღება. ცხადია, ასეთი ორმაგი სტანდარტი ჩვენთვის მიუღებელია და როცა ასეთი პოზიციიდან გველაპარაკებიან, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ და დავიცავთ კიდეც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.