სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიის დასკვნაში თითოეული სიტყვის უკან უამრავი ფაქტი და წყარო დგას – დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში

ეს დასკვნა მნიშვნელოვანია არა მარტო წარსულის შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში იყო, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ საუბარმა საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა და საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული 430-გვერდიანი დასკვნა შეაფასა.
მისი თქმით, დასკვნა მაღალპროფესიული და დასაბუთებულია, რომლის თითოეული სიტყვის უკან უამრავი ფაქტი და წყარო დგას.
„უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა. საზოგადოებაში ძალიან დიდი იყო მოლოდინი და მგონია, რომ ეს მოლოდინი [დასკვნაში] აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი ვიცოდით და როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, თითოეული ჩვენთაგანისთვისაც განცდა იმდენად მძაფრი იყო და ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, რომ დასკვნაში ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახულია. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო წარსულის შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში იყო.
კომისიის თითოეული წევრის მხრიდან დიდი მუშაობა ჩატარდა, ასევე დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეას [ – კომისიის თავმჯდომარე]… განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონი თეას თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში ს ომთან დაკავშირებულ დავებში გაემარჯვა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – სტრასბურგში, ჰააგაში – საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი, ერთადერთს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ის მტკიცებულებებია, რომელთა ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პირობებში ან თუ გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო ისე, რომ არ იყო შეკრებილი და ამას ტიტანური შრომა დასჭირდა. მსგავსი შრომა რომ წინა ხელისუფლებას ჩაეტარებინა, იგივე ტალიავინის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ეს დასკვნა რომ განსხვავებული ყოფილიყო, განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც უბრალოდ მოვალე ვიყავით აგვესახა დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, მაშინ საქართველო არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ დროს ომთან დაკავშირებით, ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც წავაგეთ, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი. ეს გამოცდილება, რომელიც ქალბატონ თეას თავის მრავალპროფილიან პროფესიულ გამოცდილებებში აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დასკვნა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის და დასკვნაზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, ეს არის დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და უამრავი წყარო.
მგონი, ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში“, – განაცხადა სოზარ საუბარმა.