სოზარ სუბარი რატი ბრეგაძეს – ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით – მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში – იქ არის მისი ადგილი

ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით – პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი[] იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა სოზარ საუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, ეს მისი სატელევიზიო ეთერებიდანაც ჩანს.
„ე.ი. სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ