სოზარ სუბარი პრეზიდენტზე – შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ სამარცხვინო ადამიანისგან, რომელსაც ეს ოპოზიცია წლების განმავლობაში რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა

სახალხო დამცველმა თქვა, რომ სხვა კანონებში ცვლილებები შეიტანეთო, ანუ ეს კანონი არ მიიღოთო. პრაქტიკულად, მან აღიარა, რომ კანონი არის საჭირო, კანონი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.
მისივე შეფასებით, სახალხო დამცველის მანდატს სცილდება, მაგრამ სიტყვით გამოსვლის დროს მას არანაირ დარღვევაზე, უფლებების შეზღუდვაზე, არ უსაუბრია.
„სახალხო დამცველმა თქვა, რომ სხვა კანონებში ცვლილებები შეიტანეთო, ანუ ეს კანონი არ მიიღოთო. პრაქტიკულად, მან აღიარა, რომ კანონი არის საჭირო, კანონი არის მნიშვნელოვანი, კანონის მიზნები არის ლეგიტიმური. რომელ კანონში შევიტანთ და როგორ, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ბუნებრივია, სახალხო დამცველის მანდატს სცილდება, მაგრამ არანაირ დარღვევაზე, არანაირ უფლებების შეზღუდვაზე, მისი მხრიდან ლაპარაკი არ ყოფილა. ლაპარაკი იყო, რომ სხვა კანონებში შეიტანეთ“, – განაცხადა სუბარმა.
გარდა ამისა, სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ მომხსენებელს არგუმენტებზე ელაპარაკა, ტრიბუნა მხოლოდ შეურაცხყოფისთვის გამოიყენა.
„არგუმენტირებული შენიშვნები თქვენ (პრეზიდენტმა) ვერ გამოაგზავნეთ, რადგან ასეთი არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ უბრალოდ არ არსებობს, რაც გამოაგზავნეთ, ეს არის სამარცხვინო, როგორც იურიდიული პრაქტიკის თვალსაზრისითაც, ისე კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც. იმის ნაცვლად, რომ არგუმენტებზე გელაპარაკათ, ეს ტრიბუნა თქვენ შეურაცხყოფისთვის გამოიყენეთ და უბრალოდ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ სამარცხვინო ადამიანისგან, რომელსაც ეს ოპოზიცია, რომელიც ჩვენგან მარჯვნივ ზის, წლების განმავლობაში ს მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა. ეს ადამიანი მავნებელ რეზიდენტად დარჩა, არ ვიცი, რომელი ქვეყნის, მაგრამ ის ცდილობს ქართული სახელმწიფო დააზიანოს და თქვენ, პიროვნულად, ნუ გაჰყვებით მას ამ მავნებლობაში და უცხო ქვეყნის მსახურებაში“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა