სოზარ სუბარი აშშ-ზე – თუ რამე უნდოდათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, სამხედრო დახმარება კი, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება, იმას გაუწიონ

27 მაისს იქნება კომიტეტი, 28-ში კი პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სუბარი, ასევე, გამოეხმაურა -ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას “შედეგები მოჰყვება” და განაცხადა, რომ აშშ-დან არანაირ ზომებს არ ელოდებიან.
“არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სამხედრო დახმარება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კითხვას, ელოდება თუ არა მმართველი უმრავლესობა სანქციებს, სუბარმა უარყოფითად უპასუხა.
“არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი. საქართველო უნდა გადავარჩინოთ. მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. ესაა მთავარი. მშვიდობის გარეშე არც ევროკავშირი იქნება, არც სახელმწიფო გვექნება და აღარც სიცოცხლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო, სახელმწიფო და არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. არ დავუშვებთ იმას, რაც ხდება ბევრ უკრაინულ ქალაქში”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”