“სოვლაბის” ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა გახდა

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია წერს, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს მათ წინააღმდეგ. პარალელურად, კი ორგანიზაციის ვებრესურსები ს მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა“.
სოვლაბის განცხადებით, მათი საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის სერვერზე მიმდინარეობს შეტევები.
“უკანასკნელი კვირების განმავლობაში ქართული ოცნება პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ამის პარალელურად, ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა. სოვლაბის საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის (archive.ge) სერვერზე მიმდინარეობს DDoS შეტევები, რომლის მიზანია, დააზიანოს სერვერის გამართული მუშაობა. ბოლო დღეებია, შეტევის ინტენსივობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, განსაკუთრებით რუსეთიდან. საიტზე შესვლის მცდელობის ინტენსივობა დღეში 700 000-ს აჭარბებს. ორგანიზაციის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი ახერხებს შეტევის განეიტრალებას, თუმცა რიგ შემთხვევებში ვებგვერდი შეფერხებით ფუნქციონირებს. DDoS (distributed denial-of-service) შეტევის დროს თავდამსხმელი გზავნის ათასობით ყალბ მოთხოვნას, რათა გადააჭარბოს სიჩქარეს, გადაავსოს სერვერის რესურსები და გადატვირთოს სისტემა. ამ შემთხვევაში მოქმედი მოთხოვნების დამუშავება ძალიან ნელდება ან საერთოდ არ მუშავდება.” ნათქვამია ინფორმაციაში.
„სოვლაბი“ ნეგატიურ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ მოიხსენია მატრონას ხატთან დაკავშირებული განცხადებების დროს.