სობიანინი: მოსკოვის ოლქში დრონი ჩამოაგდეს, აეროპორტების მუშაობა შეიზღუდა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სამშაბათს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოსკოვის ოლქში მდებარე ოდინცოვოს თავზე ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი.
როგორც სობიანინმა დაწერა ტელეგრამის არხზე, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილას, წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა არ აღნიშნულა. კონკრეტულად სად ჩამოცვივდა ნამსხვრევები, სობიანინს არ დაუკონკრეტებია.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვის ვნოკუვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა შეზღუდვები დააწესეს თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაში. დომოდედოვოში განაცხადეს, რომ სათადარიგო აეროდრომებზე წავიდა 6 თვითმფრინავი. ვნუკოვოს აეროპორტი იღებდა თვითმფრინავებს, მაგრამ არ აგზავნიდა მათ. ასევე იტყობინებოდნენ, რომ კალუგის აეროპორტში შემოიღეს ე.წ. გეგმა „ხალიჩა“.
სამშაბათს დილით ს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონი გაანადგურეს კალუგის ოლქის თავზე.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით დრონების იერიშები არაერთხელ განხორციელდა, მაგრამ, როგორც წესი, ეს ღამის საათებში ხდებოდა.
რუსეთის ხელისუფლება და სამხედროები ირწმუნებიან, რომ საქმე ეხება იერიშებს უკრაინის ტერიტორიიდან. ოფიციალური ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ