სნუპ დოგის თქმით, თავს ანებებს მარიხუანის მოწევას

ცნობილი ამერიკელი რეპერი, სნუპ დოგი (Snoop Dogg) აცხადებს, რომ თავს ანებებს მარიხუანას მოწევას.
„საკმაო ფიქრისა და ჩემს ოჯახთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, მოწევას თავი დავანებო. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს“, – წერს იგი ინსტაგრამზე, სადაც 82.5 მილიონი გამომწერი ჰყავს/
სნუპ დოგი დიდ ხანია, ღიად საუბრობდა კანაბისისადმი სიყვარულზე. „სი-ენ-ენი“ შენიშნავს, რომ სნუპ დოგს, მისივე თქმით, მარიხუანა თეთრ სახლში ვიზიტის დროსაც კი აქვს მოწეული.
სნუპ დოგი აგრეთვე ჩართულია არაერთ ბიზნესში, რომელიც კანაბისს უკავშირდება. გარდა ამისა, 2019 წელს მან განაცხადა, რომ ჰყავს ცალკე, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომლის მოვალეობაც მისთვის მარიხუანას შეკეთებაა. 2021-ში სნუპ დოგმა აღნიშნა, რომ დღეში 81-ჯერ ეწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?