“სნეპ ფიტნესი” 2025 წელს გაყიდვების 10%-იან ზრდას ვარაუდობს, – ამის შესახებ “სნეპ ფიტნესის” ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიის წლიური გაყიდვები 15%-ით გაიზარდა. სოფო სოლოღაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მოთხოვნის 30%-მდე კლება დაფიქსირდა, 3 იანვრიდან აღნიშნული ტენდენცია შეიცვალა.
“2025 წელს ფილიალის დამატებას არ ვაპირებთ. ვგეგმავთ არსებული ფილიალების და სერვისების ხარისხის მინიმუმ შენარჩუნებას და საუკეთესო შემთხვევაში გაუმჯობესებას. გარდა ამისა, გვინდა გარკვეული სერვისების დამატება, რომ მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი და კომფორტული გავხადოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების დაინტერესება გაიზარდა, მაინც მამაკაცების რაოდენობა ჭარბობს. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი კი პილატესია. აღნიშნული აქტივობა ძალიან სასარგებლოა და თუ პროფესიონალი ატარებს უკუჩვენება არ აქვს. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენთან ინსტრუქტორების ჯგუფი აბსოლუტურად პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული”, – აცხადებს სოფო სონღულაშვილი.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალი აქვს.
bp.ge