სნაიპერის რეკორდი ბრძოლის ველზე – უკრაინელმა მიზანში 4 კილომეტრიდან მოარტყა

უკრაინელმა სნაიპერმა ახალი მსოფლიო საბრძოლო რეკორდი დაამყარა რუსი ჯარისკაცის მოკვლით, 3 800 მეტრის მანძილიდან.
ამის შესახებ შინაგანი დაზვერვის სამსახური (SBU) იუწყება, – წერს RBC-Ukraine.
„ეს გასროლა უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების ჯარისკაცმა მოახდინა, ვოლოდარ ობრიის უკრაინული შაშხანიდან“, – ნათქვამია SBU-ს პრესსამსახურის განცხადებაში და დასძინა, რომ „SBU სნაიპერები მთელ მსოფლიოში ცვლიან წესებს, აჩვენებენ ფანტასტიკურ დისტანციებზე ეფექტური მუშაობის უნარს“.
წინა რეკორდი – 3540 მეტრი – ერაყში 2017 წელს, კანადელმა ჯარისკაცმა დაამყარა. – წერს უცხოური მედია.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao