სმოლოვი: 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეგვეძლო

მოსკოვის “დინამოს” ფორვარდმა ფიოდორ სმოლოვმა Sport Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წელს ს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში შეეძლო.
“2018 წლის მუნდიალი? რისი თქმა შემიძლია? ტურნირის დაწყებამდე ჩვენი არავის სჯეროდა. უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა და ეს გავაცნობიერეთ.
შესანიშნავად მოვემზადეთ, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, ტურნირის დასრულების შემდეგ დავითვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 53 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღით დავისვენეთ.
ხორვატებზე უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა არ გაგვიმართლა და პენალტების სერიაში დავმარცხდით. ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე რომ გავსულიყავით, ინგლისის ნაკრების დამარცხება შეგვეძლო და ფინალის საგზურსაც მოვიპოვებდით”,
– განაცხადა სმოლოვმა.