სმარტფონების გლობალური მიწოდება მესამე კვარტალში 4%-ით გაიზარდა და 316,1 მილიონი ერთეული შეადგინა – წინასწარ მონაცემებს International Data Corporation (IDC) აქვეყნებს. მაჩვენებელი გაიზარდა ზედიზედ მეხუთე კვარტალში.
„ჩინელი მომწოდებლების გაყიდვების ძლიერი ზრდის გამო, როგორიცაა vivo, OPPO, Xiaomi, Lenovo და Huawei, სმარტფონების ბაზარი ავლენს გამძლეობას გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად“, – თქვა უილ ვონგმა, IDC-ის კვლევის უფროსმა მენეჯერმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი მოთამაშეების ზრდა განვითარებად ბაზრებზე იყო განმეორებადი თემა ამ წელს, Apple-მა ასევე გამოაქვეყნა 3.5%-იანი ზრდა გასულ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო წინა მოდელებზე ძლიერი მოთხოვნით და ახალი iPhone 16-ის ხაზის გამოშვებით“ – თქვა ნაბილა პოპალმა, IDC Worldwide Tracker-ის კვლევის ხელმძღვანელმა.
სამსუნგი აგრძელებს ლიდერის პოზიციის დაკავებას გლობალურ ბაზარზე, მიუხედავად ივლის-სექტემბერში მიწოდების 2.8%-იანი კლებისა.
