„სმარტი“, „ევროპროდუქტი“, Express Chain – მცირე მარკეტების რეიტინგი

„სმარტი“, „“, Express Chain — ასე გამოიყურება ბოლო სამეული FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელიც კაპიტალმა სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა.
2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის.
FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი მცირე მარკეტების მიხედვით ასეთია:
ზღაპარი— 2.5%;
ფრესკო— ბაზრის 2.4%;
მადაგონი — 1.8%;
ევროპროდუქტი— 1.3%;
Express Chain – 1.3%;
სმარტი — 0.9%.