„ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა ახსნა, რატომ არ ათამაშა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მოჰამედ სალაჰი.
„ვფიქრობ, შეხვედრის დასასრულს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გადარჩენა იყო, ვიდრე თუნდაც გოლის გატანის რაღაც შანსის მიღება. 20-25 წუთი უბრალოდ თავს ვიცავდით.
სალაჰს ბევრი უნარი გააჩნია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ბოლო 20-25 წუთი დაცვაში ყოფილიყო, უკეთესი გახლდათ მისი ენერგია შემდეგი შეხვედრებისთვის შემოგვენახა“, – განუცხადა სლოტმა Sky Sports-ს.