“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა დირკ კიუიტმა მისი თანამემამულე და მერსისაიდელთა ამჟამინდელი თავკაცი არნე სლოტი შეაქო.
მისი თქმით, “ლივერპულის” მწვრთნელობას თან მუდმივი ზეწოლა ახლავს, სლოტი კი უნდა ამაყობდეს იმით, რასაც “წითლების” მწვრთნელის რანგში მიაღწია.
“ყოველთვის არის ზეწოლა ნებისმიერი ლივერპულის მწვრთნელზე. არ მგონია, რომ არნეს სჭირდება რაიმეს სერიოზულად შეცვლა, რადგან მან იცის, რომ გამარჯვებები მაინც იქნება. უბრალოდ, ხალხი ამ გუნდისგან მუდმივად ელოდება წარმატებას – ეს “ლივერპულის” განუყოფელი ნაწილია.
აქ ყოველთვის უნდა იმუშაო ზეწოლის ქვეშ, და ასე იყო იურგენ კლოპის შემთხვევაშიც. არნეს უკვე შეუძლია იამაყოს იმით, რასაც ამ მოკლე დროში მიაღწია.
“ლივერპულმა” არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია წარმატების მიღწევა საერთაშორისო დონეზე, მაშინაც კი, როცა პრემიერ ლიგაში საქმეები საუკეთესოდ არ მისდის. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. იმედი მაქვს, ასე მოხდება,” — განაცხადა კუიტმა, Sky Sports-თან ინტერვიუში.