სლოტი: პსჟ-ს დონის გუნდს ამ სეზონში არ შევხვედრივართ

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციზე „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა:
„პარიზელთა კარგმა თამაშმა საერთოდ არ გამაკვირვა. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. საკმარისზე მეტი დრო მქონდა და „პარი სენ ჟერმენის“ ბევრი შეხვედრა ვნახე, მოხიბლული დავრჩი ინტენსივობით, ერთიანობით და მოედნის ცენტრში ცვლილებებით. ზოგიერთი ამბობდა, რომ ცუდად ვითამაშეთ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მეტოქემ ითამაშა წარმოუდგენლად. ასეთ გუნდს ამ სეზონში არ დავპირისპირებივართ. თუმცა, მიმაჩნია, უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია და ეს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა დავამტკიცოთ.
დიახ, პსჟ ყველაზე სრულყოფილი გუნდია, რომელსაც მიმდინარე
სეზონში შევხვდით. „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ძალიან დავჯაბნეთ, მაგრამ პსჟ მათ ინტენსივობითა და კლასით ძალიან სჯობია. მაღალი დონე აქვთ და ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ის გუნდს ისე თამაშის უფლებას აძლევს, რომ მათთან დაპირისპირება ადვილი არ არის. ყოველი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს და მისი ხელმძღვანელობით გუნდი საოცრად შრომისუნარიანია. აი, რატომ გვმართებს საუკეთესოდ გარჯა“.