სლოტი: პსჟ-სთან შეხვედრას მოუთმენლად ველით

დღეს ჩატარებულ კენჭისყრაზე გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 4 მარტს „პარკ დე პრენზე“, საპასუხო კი 11 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება.
წილისყრის შედეგი ინგლისური გუნდის მწვრთნელმა არნე სლოტმა შეაფასა: „ტურნირის ამ ეტაპზე მეტოქეთა კლასი მხოლოდ მაღალია და პსჟ-ის სახით ნამდვილ ევროპულ გრანდთან მოგვიწევს შეხვედრა. მათ ამ კვირაში „ბრესტის“ დიდი ანგარიშით დამარცხების შედეგად მერვედფინალის საგზური შესანიშნავ სტილში ასპარეზობით მოიპოვეს. აგრეთვე ჯგუფურ ეტაპზე „შტუტგარტს“, „მანჩესტერ სიტის“, „ჟირონას“ და „ზალცბურგს“ მოუგეს.
ისევე როგორც ჩვენ, ისინიც თავიანთ ჩემპიონატში ლიდერები არიან და
ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, როგორი გამოწვევა გველის, რომელსაც მოუთმენლად ველით. რა თქმა უნდა, ახლა კვირას „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის განახლებისას საუკეთესო ფორმაში ვიყოთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში