სლოვენიელებს კვლავ სთხოვეს, დროებით გადაერთონ ველოსიპედებზე

სლოვენიაში დაიწყო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს სამსახურში ან სასწავლებელში ველოსიპედით გადაადგილდნენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ორგანიზატორებმა გამოთვალეს, რომ სლოვენიელების ყოველდღიური მოგზაურობის ნახევარზე მეტი ორ კილომეტრზე მოკლე მარშრუტებზეა. ამ მანძილის დაფარვა მარტივად არის შესაძლებელი ფეხით ან ველოსიპედით.
მონაწილეებს შეეძლებათ ჩაწერონ თავიანთი ველოსიპედით გასეირნება სპეციალურ აპლიკაციაში და შეტჯიბრონ ყოველკვირეულ გამოწვევებში. ყველაზე აქტიურები მიიღებენ პრიზებს, როგორიცაა მოგზაურობა ნიდერლანდებში ან ახალი ველოსიპედი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა