სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სლოვენია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სლოვენიის პარლამენტმა ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
„პალესტინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იმედს უგზავნის პალესტინელ ხალხს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფო შვედეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა აღიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები