სლოვენიამ ისრაელთან იარაღით ვაჭრობა აკრძალა

ევროპულ დონეზე კონსენსუსის არარსებობის გამო სლოვენიამ დამოუკიდებლად იმოქმედა. ის არის ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ისრაელთან იარაღით ვაჭრობა, მათ შორის ტრანზიტი და იმპორტი. გადაწყვეტილების მიზანია, ს სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერება, რათა დასრულდეს ომი ღაზაში. ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია, რადგან რეალურად სლოვენიის მთავრობას 2023 წლის ოქტომბრიდან არ გაუცა ისრაელში იარაღის ექსპორტის ნებართვა.
ისრაელისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებლები არიან , გერმანია და იტალია.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანია ძირითადად „ფრეგატებსა“ და „ტორპედოებს“ აწვდის.
სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად, ბელგია, იტალია და ნიდერლანდები, სლოვენიის მსგავსად, შორს არ წასულან, თუმცა შეამცირეს ისრაელში იარაღის ექსპორტი.
მართლაც, იარაღით ვაჭრობის შესახებ 2013 წლის ხელშეკრულება კრძალავს სახელმწიფოებისთვის ისეთი იარაღის გადაცემას, რომელსაც გამოიყენებენ გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დროს.
2008 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე აიღეს ვალდებულება, უარი ეთქვათ იმ ტექნოლოგიებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ შეიარაღებული კონფლიქტების გასახანგრძლივებლად.
„ევროპულ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, არა მხოლოდ აკრძალონ იმ შეიარაღების ექსპორტი, რომელიც ღაზაში შესაძლოა, დანაშაულის ჩასადენად გამოიყენონ, არამედ ისეთი შეიარაღების გადაცემაც, რომელიც განეკუთვნება ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო განზომილებების შენარჩუნებას. ეს კი, ფაქტობრივად, მოიცავს ყველანაირ შეიარაღებას, რომელიც შესაძლოა ისრაელის არმიამ გამოიყენოს“, – აცხადებს მკლევარი სამუელ ლონგე.
რეალურად კი გრძელდება ევროპული იარაღის ექსპორტი ისრაელში. ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნაწილები მხოლოდ ისრაელშია აწყობილი ან სასწავლო აღჭურვილობაა, რომელიც არ გამოიყენება ღაზაში.
სამუელ ლონგეს თქმით, იტალიაში ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე ასოციაციის, ასევე იტალიური საგამოძიებო პრესის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ იტალიის მთავრობამ ახლახან შეაჩერა ექსპორტის ახალი ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ყველაფერი, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრამდე იყო ავტორიზებული, კვლავ მიეწოდებოდა ისრაელს. მათ შორის იყო სასწავლო თვითმფრინავების ნაწილები.
ევროპულ დონეზე იარაღზე ემბარგოს დაწესება ნაკლებად წარმატებული იქნება, რადგან ის ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთხმად უნდა დამტკიცდეს.
თუმცა, ექსპერტების აზრით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, უნგრეთი და ჩეხეთი, რომლებიც ისრაელის მტკიცე მხარდამჭერები არიან, მას აუცილებლად დაბლოკავენ.