“სლოვანმა” “ცელიე” გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე “აპოელს” დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „ცელიე“ 5:0 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა სლოვენიაში 1:1 დასრულდა, ბრატისლავაში სტუმრები მე-15 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც ვაისის გუნდმა შესანიშნავად ისარგებლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
მესამე ეტაპზე „სლოვანი“ „აპოელს“ დაუპირისპირდება – 6 აგვისტოს სახლში, 13 აგვისტოს კი კვიპროსში.
მასპინძელთა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
სლოვანი – ცელიე 5:0
გოლები: 1:0 ტოლიჩი (17), 2:0 სტრელეცი (30), 3:0 მაკი (60), 4:0 სრტელეცი (71), 5:0 ბარსეგიანი (75)
გაძევება: ვუკიშევიჩი (15,
ცელიე)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში