“სლოვანმა” სლოვენიაში ფრეს მიაღწია – კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანი“ გასვლაზე „ცელიეს“ დაუზავდა – 1:1.
აღსანიშნვია, რომ 30-ე წუთზე მსაჯმა ბრატისლაველთა ნახევარმცველი კირიაკოს სავიდისი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
სტუმართა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
ცელიე. „ზდეჟელე“
ცელიე – სლოვანი 1:1
გოლები: 1:0 ბობიჩანეცი (7), 1:1 სტრელეცი (11)
გაძევება: სავიდისი (30, სლოვანი)

ასევე დაგაინტერესებთ