“სლოვანმა” თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა

სლოვაკური მედიის ცნობით, ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა, “სლოვანმა” გუნდიდან გაუშვა.
ბრატისლავურმა კლუბმა ჟერსონ როდრიგესს საიჯარო ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა და ს “დინამოში” დააბრუნა.
“ჟერსონ როდრიგესთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა დავასრულეთ. ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. ის უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნიჭი დისციპლინის, პროფესიონალიზმის და ცხოვრების სათანადო წესის არქონისას წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის”, – განაცხადა “სლოვანის” გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა.
ჟერსონ როდრიგესმა “სლოვანში” 8 მატჩში 5
გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.