სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა

სლოვაკეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით მგზავრი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ს შინაგან საქმეთა მინისტრზე, მატუს სუტაჯ ესტოკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრმა განაცხადა, რომ ათობით ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ორივე მატარებლით, ჯამში, დაახლოებით 800 ადამიანი მგზავრობდა.
მატარებლების შეახება დედაქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ პეზინოკს შორის მოხდა.
ეს ბოლო თვის განმავლობაში სლოვაკეთში მომხდარი მეორე სარკინიგზო ავარიაა. 13 ოქტომბერს აღმოსავლეთ სლოვაკეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც 91 ადამიანი დაშავდა.