სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირე პეტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. მან ხმების დაახლოებით 54% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
პელეგრინი სლოვაკეთის მოსახლეობას უსაფრთხო და უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფას დაჰპირდა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა თავის განზრახვას, „დარჩეს მშვიდობის მხარეზე“, რაც კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხს – უკრაინის მხარდაჭერას ეხმიანება.
„სლოვაკეთში ხალხმა აჩვენა, რომ აცნობიერებენ, რა ემუქრება ამ ქვეყანას ლიბერალური მედიის, აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროგრესისტებისგან“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა პელეგრინის გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
როგორც euronews-ი წერს, პოლიტოლოგების გაფრთხილებით, მისი გამარჯვება ქვეყნის პოპულისტურ კურსს გააძლიერებს.