სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო

სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სლოვაკეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა COVID-19-ის პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის გამო ორი წლით გადაიდო.
სულ, სლოვაკეთმა 14 F-16 უნდა მიიღოს და დანარჩენი 12 გამანადგურებელი სლოვაკეთს მომავალი ორი წლის განმავლობაში გადაეცემა.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინმა აღნიშნა, რომ F-16-ები სლოვაკეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას