უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთმა უკრაინას 203 492 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა. დახმარება მოიცავს ელექტროსადგურებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს, პირველადი დახმარების კომპლექტს, საკვებსა და სასმელ წყალს.
როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა აღნიშნა, სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინის არასამხედრო მხარდაჭერას.