სლოვაკეთი NATO-დან გასვლით იმუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ნატო დატოვოს და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.
ფიცოს უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას ითხოვს.
რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ სთვის მშპ-ის 5% 7 მილიარდი ევროა, რაც ბიუჯეტის თითქმის მეხუთედია. ფიცო ირწმუნება, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდის შემთხვვაში, სლოვაკეთს ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის რიგ პროგრამებზე უარის თქმა მოუწევს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელია.
„აშშ-მა საწევროს მშპ-ის 5%-მდე გაზრდა გადაწყვიტა. ჩვენ მარტივი გადაწყვეტილება გვაქვს. ან ჩვენ ვიხდით ახალ საწევროს (შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს!) იმ პირობით, რომ აღნიშნულ ფულს ჩვენ ვხარჯავთ თავდაცვაზე ჩვენი შეხედულებისამებრ, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების პროექტებზე, ისეთებზე, როგორიცაა საავადმყოფოები და გზები, ან ნატოს ვტოვებთ. სრულიად აბსურდულია ბიუჯეტის თითქმის მეხუთედის ხარჯვა თავდაცვაზე. ჩვენ ამის ფული არ გვაქვს“, – დაწერა ფიცომ.