სლოვაკეთი – საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში

23 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს ს წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრატისლავაში, მატჩის მასპინძელ გოპას არეანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის ჩვენი გუნდის კაპიტანი, ირაკლი თოდუა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში მეასედ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს.
მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, დაესწრო და ფუტსალის ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში წარმატება უსურვა.
სლოვაკეთი – საქართველოს შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. თბილისში მოპოვებული გამარჯვების (4:1) შემდეგ, საპასუხო შეხვედრას ჩვენი გუნდი 3-ბურთიანი უპირატესობით ხვდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებს.
NAKREBI.GE
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
“არსენალს” პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს” – კარაგერმა “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
2025 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა
[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
საქართველო 2:0 რუმინეთი
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება