სლოვაკეთი მხოლოდ ორ სქესს აღიარებს – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

სლოვაკეთის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც ორი სქესი არსებობაა დადასტურებული – კაცისა და ქალისა. ცვლილებებით, წყვილებს, რომლებიც არ იმყოფებიან სამოქალაქო ქორწინებაში ეკრძალებათ შვილის აყვანა.
ცვლილებებით იკრძალება სუროგაციაც. იქვე საუბარია ს სუვერენიტეტზე ღირებულებების, ეთიკისა და კულტურის საკითხებში. გარდა ამისა, საუბარია კაცისა და ქალის შრომის თანაბარი ანაზღაურების დაცვის აუცილებლობაზე.
საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიღებასაც ქვეყნის პრემიერი რობერტ ფიცო ლობირებდა, 150 დეპუტატიდან 90-მა მისცა ხმა. ეს არის საკონტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმათა აუცილებელი მინიმუმი.
მმართველ კოალიციას პარლამენტში ნაკლები ხმა აქვს, თუმცა ცვლილებებს მიემხრო რამდენიმე კონსერვატორი ოპოზიციონერიც. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „პროგრესულმა სკოვაკეთმა“ ხმა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა. ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ცვლილებების წინააღმდეგ ხმა 7-მა დეპუტატმა მისცა.
ცვლილებებს კრიტიკულად აფასებდა ვენეციის კომისია, რიგი სკოვაკი ექსპერტი, აცხადებდა, რომ ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია.
წარსულში, სოციალ-დემოკრატი ფიცო თავს სულ უფრო მეტად წარმოაჩენს, როგორც ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულების მომხრე.
მანამდე, უნგრეთმა, რომლის პრემიერიც ფიცოს მოკავშირე ა, ასევე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მხოლოდ ორ სქესს ცნობს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასევე მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
ანალოგიური ცვლილებები განახორციელა საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ.
ფორუმი