სლოვაკეთი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემაზე 2024-2027 წლების განმავლობაში – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ფიკოსთან რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და სლოვაკი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.