ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლოვაკეთის მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს.
ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას