„ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალება, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესხებ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუს სუტაი-ესტოკმა განაცხადა.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.
