სლოვაკეთის შსს – ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა

ინციდენტის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბრიუსელის აეროპორტში ინციდენტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის სამთავრობო თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა.
“მაშინ როდესაც ბრიუსელის აეროპორტში სატრანსპორტო კომპანიის მიერ მობილური კიბის გადაადგილება ხდებოდა, ისინი კონტაქტში შემოვიდნენ თვითმფრინავის წინა მარცხენა კართან. ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა