სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია – მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს წესების დაცვით, როგორც მოლდოვას და საქართველოს, ან დასავლეთ ბალკანეთისთვის

დღევანდელ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.
„ეს არის ძალიან სერიოზული შეკითხვა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მე ეს ვერ წარმომიდგენია. მე თავად მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გაამართლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უპასუხებს კითხვას, იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა იურაი ბლანარმა.
ბლანარმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზადაა ს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ იგი ყველა კრიტერიუმს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს.
„უკრაინისთვის მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთი“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ