სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ესროლეს, ის ჰოსპიტალიზებულია

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრილი, ის ჰოსპიტალიზებულია.
პრორუსული პოლიტიკით ცნობილი ფიცო დაჭრეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ, სადაც მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა.
ქალაქში სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა, როგორც ამას სცენის შემსწრე ჟურნალისტები იუწყებიან.
ჰანდლოვა დედაქალაქი ბრატისლავიდან 180 კილომეტრითაა დაშორებული.
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ მისდევდნენ თავდასხმაში ეჭვმიტანილს დასაკავებლად. ასევე ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყავთ დაჭრილი ფიცო მისი დაცვის წარმომადგენლებს.
Footage immediately following the Assassination Attempt on Slovakia’s Prime Minister, Robert Fico where he can be seen being Dragged into a Car by Security as the Shooter is Detained by several Bystanders and Police. pic.twitter.com/YNFOYVdHlS— OSINTdefender (@sentdefender) May 15, 2024
ს პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მალე გასდის, თავდასხმას “დაუნდობელი” უწოდა და თქვა, რომ შოკირებულია. პრემიერმინისტრს გამოჯანმრთელება უსურვა.
ფიცო ქვეყნის მმართველობაში გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა. ის უნგრეთის პრემიერის, ს ახლო მოკავშირეა.