სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“გადარჩება, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ციტირებს ტარაბას რამდენიმე მედიასაშუალება.
გუშინ, ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი დაკავებულია. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მატუს შუტაი-ეშტოკმა გუშინ განაცხადა, რომ თავდასხმა პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?