სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანება სურს.

არ არის ის ქვეყანა, რომელსაც სურს დაბრკოლებების შექმნა უკრაინისთვის, არამედ სურს დაეხმაროს კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამის თაობაზე გამოცდილების გაცვლაში, – თქვა ფიცომ ხუთშაბათს სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პასუხად შმიჰალმა თქვა, რომ ის მადლიერი იყო ბრატისლავასი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციისკენ უკრაინის ძალისხმევას.

მოლაპარაკებების შემდეგ, რობერტ ფიცომ და დენის შმიჰალმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, შეთანხმდნენ სარკინიგზო მიმოსვლის, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვარზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში.
სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი რობერ ფიცო ცნობლია იმით, რომ საპარლამენტო ს გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ შეწყვიტა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება და განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძველი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი