სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზული

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ კვლავ მძიმეა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა შაბათს 18 მაისს, მას შემდეგ რაც ცენტრალური ევროპის ლიდერზე 14 მაისს თავდასხმა განხორციელდა მისი მკვლელობის მცდელობით. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ფიცოს გადაყვანა ს დედაქალაქში, ბრატისლავაში – იმ პატარა ქალაქის საავადმყოფოდან, რომლის მახლობლადაც მას ხუთჯერ ახლო მანძილიდან ესროლეს – უახლოეს დღეებში არ მოხდება.
ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში პირველად 18 მაისს წარდგა, იტყობინება სლოვაკეთის სახელმწიფო მედია. ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობის ადგილზე დააკავეს. საქმე ეხება 71 წლის პენსიონერს, მოყვარულ პოეტს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ