სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „ არ არის, ევროპაა“ და „გადადგეს ფიცო“.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.
შეგახსენებთ, სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „სლოვაკეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა“ და „გადადგეს ფიცო“.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ