ს პრემიერს ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინ, როდესაც ის ხალხს ქალაქ ჰენდლოვაში ესალმებოდა.
თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და ყვებიან, რომ დაინახეს პრემიერ-მინისტრის ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში.
ს ლიდერი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სავარაუდო თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა.
59 წლის ლიდერის მკვლელობის მცდელობის გამო, ევროპელმა ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს.
სლოვაკეთის ოპოზიციამ დღეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია გააუაქმა.
სამი ათწლეულის განმავლობაში, ფიკო პრო-ევროპელი ლიდერიდან, ნაციონალისტური პოზიციებით გაჯერებული, ამერიკის და ევროკავშირის პოზიციებთან დაპირისპირებულ ლიდერად იქცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული