სლოვაკეთის პრემიერი: რუსეთის შესაჩერებლად უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ შაბათს, 20 იანვარს, განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის შეჩერების ერთადერთი გზა, ს მიერ ტერიტორიების დათმობაა. ფიცომ ასევე დაამატა, რომ იგი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
“რაიმე სახის კომპრომისი უნდა არსებობდეს”, თქვა ფიცომ სლოვაკურ სამაუწყებლო კომპანია RTVS-სთან საუბრისას, “რას მოელიან, რომ რუსეთი ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს დატოვებს? ეს არარეალურია”.
24 იანვარს ს პრემიერ რობერტ ფიცოსა და უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შორის შეხვედრაა ჩანიშნული. ფიცოს თქმით, შეხვედრაზე იგი შმიგალს ეტყვის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ვეტოს დაადებს: “ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება, მეტი არაფერი”. – თქვა მან.
ამასთანავე, ფიცო აპირებს უკრაინის პრემიერმინისტრს დაუდასტუროს, რომ სლოვაკეთის მთავრობისგან “ ვერანაირ შეიარაღებას მიიღებს”. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, “უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო არ არის”, რადგან ის “მთლიანად -ს გავლენისა და კონტროლის ქვეშაა”.
რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.