სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო მასა და ტრამპზე თავდასხმების მსგავსებაზე საუბრობს

„ქსეროქსზე გადაღებულ სცენარს ჰგავს“, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპზე თავდასხმას ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელზეც 15 მაისს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

“ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ის გააჩუმონ და როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ, ისინი იმდენად აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ მავანი ღატაკი ბიჭი იარაღს ჰკიდებს ხელს. ახლა კი ჩვენ მოწმენი გავხდებით საუბრებისა შერიგებაზე, დაშოშმინებისა და მიტევების აუცილებლობაზე”, – წერს ფიცო ფეისბუკში.
ორი თვის წინ სლოვაკეთის პრმიერ-მინისტრს ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იურაი ცინტულამ, სლოვაკმა მწერალმა და პოეტმა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია.
13 ივლისს პენსილვანიაში მხარდამჭერებთან ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ. ქალაქ ბატლერში -ის ყოფილი პრეზიდენტი მის გამოსვლაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.
სამართალდამცავების განცხადებით, მსროლელი ტრამპის შეხვედრის გარეთ იმყოფებოდა და ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას.
ს მკვლელობის მცდელობას იძიებს გამოძიების ფედერალური ბიურო. FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.
პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლ ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა