ს პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა, საუბარი ს ბუნებრივ აირის მიწოდებას შეეხო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა ს პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან, ერთ-ერთ იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, რომელთანაც პუტინი ინარჩუნებს კავშირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო თითქმის სამი წლის წინ.
ფიცო რუსეთში “სამუშაო ვიზიტით” ჩავიდა და პირადად შეხვდა პუტინს, განუცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა “საერთაშორისო ვითარებაზე” და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.
მიხალ სიმეცკამ, პროგრესული სლოვაკეთის ლიდერმა, ფიცოს მოგზაურობა პუტინთან შესახვედრად შეაფასა, როგორც “სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი”.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მალე ესტუმრებოდა მოსკოვს, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების განსახილველად იმასთან დაკავშირებით, რომ 1 იანვარს გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს.
ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, დასავლელი პოლიტიკოსები, მითუმეტეს ქვეყნების ხელმძღვანელები, რუსეთს უკიდურესად იშვიათად სტუმრობენ. მოსკოვში ბოლო სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით