სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას არარეალურად მიიჩნევს. ფიცომ ასევე დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას და, იმ შემთხვევაში, თუ საქმე წევრობამდე მივა, კენჭისყრაზე ვეტოს გამოიყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა