სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია – რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია – შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება

რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ განცხადებას რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“რ. ფიცოს სიცოცხლეზე თავდასხმა იყო დღეს. მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია. ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლა ზედმეტად ბევრ დროს დაიკავებს, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროება არსებობს. შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს