სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს

სლოვაკეთის პოლიციამ მამაკაცს, რომელიც ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმისთვის დააკავეს, ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლოვაკური მედიის ცნობით, დაკავებული 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოეტი, მისი სახელი და გვარი ოფიციალურად იდენტიფიცირებული არ არის.
გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, მირიამ ლაპუნიკოვამ დღეს განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, რობერტ კალინიაკის თქმით, რომელიც პრესკონფერენციას ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორთან ერთად დაესწრო, ექიმები პრემიერ-მინისტრის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ და აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ