სლოვაკეთის პრეზიდენტი – ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე

სლოვაკეთის პრეზიდენტის, პიტერ პელეგრინის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისით, მათ შორის ტერიტორიული დანაკარგებითაა შესაძლებელი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პიტერ პელეგრინმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.
„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს, ევროპაში ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ, არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება